• სამ. მაი 11th, 2021

ლაშა ტალახაძე თბილისის ,,დინამოს” აკადემიას ესტუმრა

🇬🇪 დღეს, თბილისის  ,,დინამოს” აკადემიას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი ლაშა ტალახაძე სტუმრობდა.

ევროპის 5-გზის, მსოფლიოს 4-გზის და ოლიმპირი თამაშების ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდების მფლობელი – ლაშა ტალახაძე აკადემიის ფეხბურთელებს შეხვდა.

ჩემპიონი ახალგაზრდებს თავისი სპორტული კარიერიდან საინტერესო ამბებზე და მომავალ მიზნებზე ესაუბრა.

,,დინამოს” აკადემიის ხელმძღვანელობამ საპატიო სტუმარს სიმბოლური (სარეკორდო ნომრიანი) მაისური და ,,დინამოს” სუვენირები უსახსოვრა.

აკადემიის ფეხბურთელებმა კი ჩემპიონს მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე მორიგი ოქროს მედლის მოპოვება უსურვეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.