• ოქტომბერი 18, 2021 10:54 pm

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძალოსნებს სპორტის წარმომადგებმა, გულშემტკივრებმა და ოჯახის წევრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მოსკოვის ევროპის ჩემპიონატზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მედლების რაოდენობით ქართველი ძალოსნები ლიდერ პოზიციაზე გავიდნენ, ხოლო ლაშა ტალახაძე ჩემპიონატის უძლიერეს ძალოსნად დასახელდა.

ესეც საქართველოს მონაგარი რუსეთის ევროპის ჩემპიონატიდან:
3 ოქრო: ლაშა ტალახაძე;
3 ოქრო: ანტონ პლესნოი;
1 ოქრო: ანასტასია ჰოტფრიდი;
1 ოქრო, 2 ვერცხლი: რევაზ დავითაძე;
2 ვერცხლი: შოთა მიშველიძე
1 ბრინჯაო: გოგა ჩხეიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.