• სამ. მაი 11th, 2021

,,ჩვენს გოლიათებს, ქართველ ძალოსნებს, ვულოცავ გამარჯვებებს და მსოფლიო რეკორდებს!”-თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქართველ ძალოსნებს მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე მიულოცა.

წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველო ოკუპაციას აუცილებლად დაამარცხებს.

თეა წულუკიანი: ,,ჩვენს გოლიათებს, ქართველ ძალოსნებს, ვულოცავ გამარჯვებებს და მსოფლიო რეკორდებს! ბედნიერი მგზავრობა უკან სამშობლოში, რომელიც ოკუპაციასაც აუცილებლად დაამარცხებს!” -წერს მინისტრი.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმა 13 მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ყულაბაში 8 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აღმოჩნდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.