• კვი. აგვ 1st, 2021

ქართველი ძალოსნების ტრიუმფი რუსეთში – გიორგი ასანიძის გაწვრთნილი გუნდი სამშობლოში 13 მედლით ბრუნდება

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დასრულებულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კონტინენტის პირველობაზე 3-3 ოქროს მედალი ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ და ანტონ პლესნოიმ დაისაკუთრეს.

რევაზ დავითაძემ 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი აიღო.

გოგონათა შორის ატაცში ევროპის ჩემპიონი ანასტასია ჰოტფრიდი გახდა.

2 ვერცხლის მედალი ევროპირველობაზე შოთა მიშველიძემ მოიპოვა.

ვაჟებში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი მიიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.