• სამ. მაი 11th, 2021

222 –  ლაშა ტალახაძემ ატაცში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა 

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ატაცში ოქრო მედალი მოიპოვა და თავისი დამყარებული მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა.

უძლიერესმა ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა.

ტალახაძემ პირველ მისვლაზე 211 კილოგრამი დააფიქსირა.
მეორე მისვლაზე კი 217 კილოგრამის დაძლევით ოქროს მედალი დაისაკუთრა.

მესამე ცდაზე ლაშა ტალახაძე მსოფლიოს რეკორდზე წავიდა და 222 კილოგრამიანი შტანგა თავს ზევით აღმართა.

სულ მალე რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამოსვლები აკრაში დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.