• ოქტომბერი 19, 2021 6:03 am

ანასტასია ჰოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 1 ოქროს მედალი მოუტანა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ოქროს მედლების რაოდენობა კიდევ ერთით გაიზარდა.

87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ანასტასია ჰოტფრიდი ატაცში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ჰოტფრიდმა ატაცში 111 კილოგრამი დააფიქსირა.

აკვრაში ანასტასიამ პირველ მისვლაზე 128 კილოგრამი დასძლია.
შემდეგ კი ტრავმა მიიღო და 2 ცდის მიუხედავად, 132 კილოგრამი ვერ დაიმორჩილა.
საქართველოს ნაკრების ძალოსანი ამ მოძრაობაში მე-5 ადგილს დასჯერდა.

ანასტასია ჰოტფრიდმა ორჭიდის ჯამში 239 კილოგრამი დააგროვა და ტურნირზე გამოსვლა მე-5 ადგილზე დაასრულა.

ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონი რუსი დარია ახმეროვა გახდა.

საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 10 მედალი აქვს მოპოვებული.

5 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო ასეთია ქართველების მონაგარი.

ხვალ, ფიცარნაგზე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის 4-4-გზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ჩვენი გუნდი კაპიტანი ირაკლი თურმანიძე გამოვლენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.