• სექტემბერი 19, 2021 5:44 pm

9 აპრილს მოსკოვში საქართველოს ჰიმნი ჟღერს – ანტონ პლესნოიმ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქრო მედალი მოიპოვა

რამდენიმე წუთის წინ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში საქართველოს ნაკრების ძალოსანის ანტონ პლესნოის პატივსაცემად, საქართველოს ეროვნული ჰიმნი ჟღერს.

უკრაინული წარმოშობის პლესნოიმ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა და ორჭიდის ჯამში კონტინენტის ჩემპიონი პირველად გახდა.

დღეს, საქართველოს ნაკრების ძალოსანმა ევროპის ჩემპიონის პირველი ტიტული ატაცში მეორე ცდაზე დაფიქსირებულ 175 კილოგრამით მოიპოვა.
ბოლოს კი 180 კილოგრამიანი შტანგაც აიტაცა.

პლესნოიმ აკვრაში 213 კილოგრამი დააფიქსირა. რაც ამ მოძრაობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

ანტონ პლეისნოის მონაგარმა ორჭიდის ჯამში 393 კილოგრამი შეადგინა. ჩვენებური ამ მაჩვენებლით ევროპის ჩემპიონი გახდა.

ამჟამად, საქართველოს ნაკრებს რუსეთის ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.