• კვი. აპრ 11th, 2021

ნათია გადელიამ ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კილოგრამ.წონით კატეგორიის B  ჯგუფში ნათია გადელიამ იასპარეზა.

გადელიამ ატაცში მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ყველა მითითება შეასრულა და  სამივე ცდა  85/89/91 წარმატებით გამოიყენა.

გადელია ამ.მოძრაოვაში „B“ ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 105/111 დასძლია და მე – 4 ადგილი ერგო.

ნათია გადელიამ ორჭიდის ჯამში 202 კილოგრამით მესამე პოზიცია დაიკავა.

დღეს, მოსკოვის ფიცარნაგზე მედლებისთვის საქართველოდან ანტონ პლესნოი იბრძოლებს.

პლესნოის გამოსვლები 21:00 საათიდან დაიწყება.

პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის არხის ,,ტელესკოლას” ეთერშია დაგეგმილი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.