• შაბ. აპრ 17th, 2021

რევაზ დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროსა და 2 ვერხცლის მედალი მოიპოვა

რამდენიმე წუთის წინ რუსეთში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ 3 მედალი მოიპოვა.

ქართველი ძალოსანი აკვრაში ევროპის ჩემპიონი, ხოლო ატაცში და ორჭიდის ჯამში ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა.

89 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავითაძემ ატაცში პირველ მისვლაზე 166-კილოგრამიანი შტანგა აიტაცა.
მეორე ცდაზე კი 171 კგ დააფიქსირა.
ბოლო ცდაზე კი 175 კილოგრამ ვერაფერი მოუხერხა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ამ მოძრაობაში ევროპის ჩემპიონი სომეხი კარენ ავაგიანი გახდა.
ბრინჯაოს მედალი მისმა თანამემამულემ ანდრანიკ კარაპეტიანმა აიღო.

რევაზ დავითაძემ აკვრაში ბრწყინვალედ იასპარეზა და 203 კილოგრამის დაძლევის შემდეგ ამ მოძრაობაში ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მიიღო.
ვერცხლის მედალი კარენ ავაგიანმა დაისაკუთრა.
ანდრანიკ კარაპეტიანი ბრინჯაოს დასჯერდა.

ორჭიდის ჯამში 375 კილოგრამის დაგროვების შემდეგ ევროპის ჩემპიონი კარენ ავაგიანი გახდა.

რეზი დავითაძემ ჩემპიონზე ერთი კილოგრამით ნაკლები დააგროვა და ზედიზედ მეორედ კონტინენტის პირველობის ვიცეჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი გააჩნია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.