დღეს, რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან რევაზ დავითაძე გამოვა.
89 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანის გამოსვლები 18:00 საათიდან დაიწყება.
დავითაძე ევროპის ჩემპიონი და ვიცეჩემპიონი, ასევე მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი გახლავთ.
იგი მოსკოვის ევროპირველობაზე მედლების მოპოვების რეალური კანდიდატია.