• კვი. აპრ 11th, 2021

კახი ასანიძემ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა უმედლოდ დაასრულა

რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქართველო მედლის გარეშე დარჩა.

კონტინენტის პირველობაზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კახი ასანიძე გამოვიდა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟმა ატაცში 148 კილოგრამი დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით მე-8 ადგილზე გავიდა.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში თავი 172/179 კილოგრამს გაართვა და მე -7 საფეხური დაიკავა.

ასანიძეს ორჭიდში ჯამში დაგროვებული 327 კილოგრამით მე-7 ადგილი ერგო.

73 კილოგრამში ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონის ტიტული თურქმა დამიარ ისმაილოვმა მოიპოვა. მან 341 კილოგრამი დააფიქსირა.

ევროპირველობის ვიცეჩემპიონი მოლდოველი მარინ რობუ გახდა.

ბრინჯაოს მედალი კი ალბანელმა ბრიკენ ცალიამ აიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.