• კვი. აპრ 11th, 2021

გოგა ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დღეს ფიცარნაგი 67 კილოგრამში მოასპარეზე ათლეტებს დაეთმო.

საქართველოდან კონტინენტის პირველობაზე გოგა ჩხეიძემ იასპარეზა და ტურნირზე ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

გოგა ჩხეიძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და 134/138/140 და 140 კილოგრამის დაძლევით მე-4 ადგილზე გავიდა.

აკვრაში კი 165 და 170 კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა.
175 კილოგრამს კი ვერაფერი მოუხერხა, თუმცა 170 კილოგრამის დაფიქსირება ბრინჯაოს მედლისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ორჭიდის ჯამში გოგა ჩხეიძის მონაგარმა 310 კილოგრანი შეადგინა.
ქართველმა ამ შედეგით ევროპირველობა მე-5 ადგილზე დაასრულა.

ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონი თურქი მოჰამედ ოზბეკი გახდა. მან 323 კილოგრამი დააგროვა.
ვერცხლის მედალი 318 კილოგრამით წილად იტალიელ მირკო ზანა ხვდა.
ბულგარელი ვალენტინ გენჩევმა ბრინჯაოს მედალი აიღო. მისი მონაგარი ორჭიდოს ჯამში 315 კგ გახლავთ.

ამ დროისთვის  საქართველოს ყულაბაში 3 მედალია.

გუშინ, შოთა მიშველიძემ ორი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.