• კვი. აპრ 11th, 2021

შოთა მიშველიძე: ,,მეტის მოლოდინი მქონდა,თუმცა ევროპის ჩემპიონატზე 2 ვერცხლიც არ არის ცუდი”

ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ კომენტარი გააკეთა.

მიშველიძე აცხადებს, რომ მეტი მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ევროპის პირველობაზე მოპოვებული ორი ვერცხლის მედალიც ცუდი შედეგი არ არის.

შოთა მიშველიძე: ,,მეტის მოლოდინი
მქონდა, რადგან რთული ვარჯიშები გავიარეთ და კარგ ფორმაში ვიყავი. თუმცა რუსეთში, ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის მოგებაც არ არის ცუდი. შევეცდები მომავალში მეტი გავაკეთო და უკეთ გამოვავლინო საკუთარი შესაძლებლობები.

ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვებით კიდევ უფრო მივუახლოვდი ტოკიოს ოლიმპიადას, რომლის ლიცენზიების საკითხი ძალოსნობაში ევროპის პირველობის დასრულების შემდეგ გაირკვევა“. – აცხადებს ევროპის ვიცეჩემპიონი შოთა მიშველიძე.

შოთა მიშველიძემ პორველი ვერცხლის მედალი ატაცში მოიპოვა. მან 155 კილოგრამი დააფიქსირა. ქართველი ამ მოძრაობაში, მხოლოდ ბულგარელ სტილიან გროზდევს ჩამორჩა.
ორჭიდის ჯამში მოგროვებული 290 კილოგრამით ქართველი ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.