• შაბ. აპრ 17th, 2021

დღეს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას გოგა ჩხეიძე დაიცავს

დღეს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მედლები 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება.

ქართველებიდან ფიცარნაგზე გოგა ჩხეიძე დადგება.

გოგა ჩხეიძე ევროპის ჩემპიონატის მედალოსანი გახლავთ.
მან 2019 წელს ბათუმში ჩატარებულ ევროპირველობაზე ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აკვრაში კი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ევროპის ჩემპიონატის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეარხ ,,ტელე სკოლაზე” 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.