• შაბ. ივლ 31st, 2021

შოთა მიშველაძემ ევროპის ჩემპიონატზე 2 მედალი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველაძე რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიშველაძემ ატაცში 155 კილოგრამი დააფიქსირა. ქართველი ამ მოძრაობაში, მხოლოდ ბულგარელ სტილიან გროზდევს ჩამორჩა.

მიშველაძემ ატაცში ვერცლის მედალი დაისაკუთრა.

შოთა მიშველაძეს აკვრაში არ გაუმართა. მან პირველ მისვლაზე 155 კილოგრამი შტანგა ასწია.
შემდეგ მისვლაზე კი ხელის ტრავმა მიიღო.
ქართველი ძალოსანი ფიცარნაგზე მესამე ცდაზეც მივიდა, თუმცა ტრავმა გაუმიზეზდა.

მიშველაძემ ორჭიდის ჯამში 290 კილოგრამი დააგროვა და ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა.

ამავე წონაში კიდევ ერთი ქართველი რამილ შამილიშვილი გამოდიოდა.
მან კონტინენტის პირველობაზე გამოსვლა მე-8 ადგილზე დაასრულა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.