• კვი. აგვ 1st, 2021

გიორგი დოკვაძემ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-7 ადგილზე დაასრულა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი დოკვაძემ იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 3 ცდიდან მხოლოდ ერთი ცდა გამოიყენა და 105 კილოგრამი დაიმორჩილა.

აკვრაში კი 124 კილოგრამი დააფიქსირა.

ორჭიდის ჯამში ქართველის მონაგარმა 229 კოლოგრამი შეადგინა

გიორგი დოკვაძემ ამ მაჩვენებლით  კონტინენტის პირველობა მე-7 ადგილზე დაასრულა.

55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონი ბულგარელი ანგელ რუსევი გახდა.

ვერცხლის მედალი რუმინელმა ვალენტინ იანჩუმ მოიპოვა.
ბრინჯაოს მედალი წილად უკრაინელ დმიტრო ვორონოვსკის ხვდა.

დღეს, რუსულ ფიცარნაგზე კიდევ ორი ძალოსანი გამოვა. 61 კგ. წონით კატეგორიაში ძალებს შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი მოსინჯავენ.

ასპარეზობა სტარტს თბილისის დროით 20:53 საათზე აიღებს.

ტურნირის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხი ,,ტელესკოლა” შემოგვთავაზებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.