• კვი. აპრ 11th, 2021

არაერთგზის ჩემპიონი გიორგი ნოზაძე – სამბო, ძიუდო

სამბო რუსული სიტყვაა და самбо, აკრონიმი „сам(ооборона) б(ез) о(ружия)“ — თავდაცვა უიარაღოდ ბრძოლას ნიშნავს.   თანამედროვე საბრძოლო ხელოვნება, სპორტის სახეობა და თავდაცვის სისტემა, რომელიც განვითარდა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ჩამოყალიბდა მრავალი ეროვნული ორთაბრძოლის სახეობის სინთეზის შედეგად, კერძოდ საფუძვლად უდევს იაპონური საბრძოლო ხელოვნება ძიუდო. იყოფა ორ სახეობად: სპორტულ და საბრძოლო სამბოდ.

საქართველოს სამბოში საამაყო წარმომადგენელი ჰყავს გიორგი ნოზაძის სახით.

გიორგი ნოზაძე ქართლიდანაა. არის სხვადასხვა ტიტულის მფლობელი – მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში ჭაბუკთა შორის, საქართველოს ორგზის ჩემპიონი ძიუდოში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი ძიუდოში.

Related Post

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.