• სექტემბერი 19, 2021 9:55 am

რაში დახარჯავს ლაშა ბექაური მილიონ ლარს?

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა განაცხადა, რომ მილიონი ლარით, პირველ რიგში, ემიგრაციაში მყოფი ბებიისა და დეიდის საქართველოში დაბრუნება სურს.

 

ტვ პირველის ეთერში, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რაში დახარჯავს მილიონ ლარს:

 

“ბებიაჩემი და დეიდაჩემი საბერძნეთში არიან, იქ მუშაობენ, ემიგრანტები არიან. პირველ რიგში, მინდა, რომ ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში. ზოგადად, არ მიფიქრია, რას ვუზამ მილიონს. ჩემი სურვილი ეს არის, პირველ რიგში”, – განაცხადა ბექაურმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.