• შაბ. ივლ 31st, 2021

,,ზოგადად წარმატების მიღწევა ადვილი არასდროს არ არის!” – ინტერვიუ ევროპის ჩემპიონ, ოლიმპიელ ზაზა ნადირაძესთან

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს წყალუხვ საქართველოში ნიჩბოსნობა ნაკლებ პოპულარული სპორტია, თუმცა ის დღითი დღე ვითარდება.
ნიჩბოსნობაში ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებსა და ამ სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით marca.ge გაესაუბრა ზაზა ნადირაძეს – 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის (ბელგრადი, სერბეთი) ოქროს მედალოსანი. მსოფლიო თასის მფლობელი (2019, პოზნანი, პოლონეთი).
– რას გვეტყოდით სპორტის ამ სახეობის შესახებ? რამდენად პოპულარულია ნიჩბოსნობა საქართველოში და რა არის საჭირო მის უფრო განსავითარებლად?
-ნიჩბოსნობა საქართველოში სამწუხაროდ არც თუ ისე პოპულარულია, მაგრამ თითოეული ჩვენგანი იმას ვცდილობთ, რომ უფრო ცნობადი სპორტი გავხადოთ ჩვენი სპორტი, რაც ასე თუ ისე გამოგვდის, ჩვენთან ძირითადი პრობლემა ინფრასტრუქტურა და ინვენტარია და სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრა გამოიწვევს ამ სპორტის ჩქარი ტემპით განვითარებას.
– ბატონო ზაზა, პირველ რიგში მადლობას გიხდით რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. მოგვიყევით ნიჩბოსნობაში სამომავლო ღონისძიებების შესახებ, საინტერესოა, თუ როგორია თქვენი განწყობა?
– წელს პირველი შეჯიბრი გაიმართება ქალაქ ფოთში, 17-18 აპრილს  საქართველოს თასი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული კლუბები და სკოლები, განწყობა და შემართება რა თქმაუნდა დადებითი, ოპტიმისტური.
-საინტერესოა თუ როგორი იყო გზა წარმატებამდე, ეს ალბათ არც ისე იოლი იყო…
-ჩემი გზა ტიტულებისკენ იყო ურთულესი და ამავდროულად საინტერესო, ყოველი სირთულე ახალ მიზნებს მისახავდა და შემართებას მაძლევდა, სწორედ ამ განვლილი რთული გზის დამსახურებაა ჩემი წარმატებები, ზოგადად წარმატების მიღწევა ადვილი არასდროს არ არის!
-რას გეგმავთ სამომავოდ?
-წელს ჩვენი ძირითადი გეგმა ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებია, რისთვისაც თავდაუზოგავად ვვარჯიშობთ და ამ ტურნირებზე წარმატების შემდეგ კი რაღა თქმა უნდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები იქნება უმთავრესი გამოწვევა.
-გმადლობთ! გისურვებთ წარმატებებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.