• შაბ. აპრ 17th, 2021

ნიჩბოსანი ვიქტორ კრატასიუკი – 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი

ვიქტორ კრატასიუკი დაიბადა 1951 წელს ფოთში.

საბჭოთა სპორტსმენმა (ნიჩბოსნობაბაიდარა) თავი თავისი წარმატებებით დაამახსოვრა ქართველ ერს. ის იყო სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1972).  

1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (ორადგილიანი ბაიდარა); სსრკ ორგზის ჩემპიონი (19711972) და მესამე პრიზიორი (1971). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

ვიცით, რომ წყალუხვ საქართველოში ხალხური ნიჩბოსნობა ოდითგანვე იყო განვითარებული, თუმცა სპორტული ნიჩბოსნობა შედარებით გვიან გავრცელდა. მობაიდარეთა პირველი სპორტული შეჯიბრება 1930 – იან  წლებში გაიმართა, როცა მცხეთაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, წყალჯომარდობის სადგური აიგო. ეს სადგური მთელი დატვირთვით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  ამუშავდა.  ვლადიმერ რაზმაძემ, შაქრო  ხუბეროვმა და სხვა მცვრთნელებმა სპორტულ ჯგუფებში ბევრი ახალგაზრდაჩააბეს. მოგვიანებით, ასეთივე  ჯგუფები გაიხსნა თბილისში, ფოთში, რუსთავში, დუშეთში, სოხუმში, ბათუმსა და ქუთაისში. სსრკ ჩემპიონატებში პირველი მედლები მოიპოვეს გიორგი კაპანაძემ, არსენ ხუბეროვმა, ალექსანდრე არეშოვმა, ისაკ გიგაურმა, ვლადიმერ რაზმაძემ, პირველი ჩემპიონი კი მცხეთელი ვალენტინა სერედა გახდა  (1000 მ, ერთადგილიანი ბაიდარი, 1948). სხვადასხვა დროის ჩემპიონები იყვნენ: ფოთელები – ავერი მატკავა, ვიქტორ კრატასიუკი, ზურაბ ხოფერია, ნოდარ ჩარაევი, თამაზ ჩიტაია, მცხეთელი ჯიმშერ ხოშიბაევი. საერთაშორისო სარბიელზე თავი გამოიჩინა ავერი მატკავამ, რომელმაც 1965 წელს ევროპის ჩემპიონატში. – ამის შესახებ ვკითხულობთ ,,ქართული სპორტი” ოფიციალურ გვერდზე.

ვიქტორ კრატასიუკმა განსაკუთრებული კვალი დატოვა ქალაქ ფოთში,მას დღემდე მიაგებენ დიდ პატივს ფოთელები. მისი ერთ-ერთი მოსწავლე  marca.ge სთან საუბრისას დღესაც უდიდესი სიყვარულით საუბრობს მასზე. ამბობს რომ ვიქტორ კრატასიუკს საოცრად უყვარდა საქართველო, იყო ქართული ტრადიციების კაცი, მისი სიყვარული კი სპორტის ამ სახეობით უფრო განამტკიცა და საქართველოს წარმატება მოუტანა მსოფლიოს მასშტაბით.

ნიჩბოსნობა ფოთში დღესაც გრძელდება – ვიქტორ კრატასიუკის გზას მისი ყოფილი მოსწავლეები და ახალგაზრდა ნიჩბოსნები მიჰყვებიან და ავითარებენ.

[

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.