• ნოემბერი 29, 2021 12:14 pm

დიმიტრი მინდიაშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ლეგენდარული მწვრთნელი, FILA-ს ოქროს ორდენის კავალერი დიმიტრი (მიტო) მინდიაშვილი. საქართველოს, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი. სპეციალისტი, რომელმაც არაერთი მსოფლიო ვარსკვლავი აღზარდა. მათ შორის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბუვაისარ საიტიევი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ივან იარიგინი.

დიმიტრი მინდიაშვილი დაიბადა 1933 წლის 4 ივნისს რუსთავში. 1957 წლიდან მოყოლებული, მოღვაწეობდა კრასნოიარსკში.

იყო პროფესორი, გამოქვეყნებული აქვს ოცდახუთზე მეტი ნაშრომი. მათ შორის „დიდი ხალიჩის ოსტატი“ და „თავისუფალი ჭიდაობის ილეთების ენციკლოპედია“. აღიარებულია საბჭოთა კავშირის საუკეთესო მწვრთნელად და რუსეთის მე-20 საუკუნის საუკუთესო მწვთნელად.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს დიმიტრი მინდიაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს და ახლობლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.