• კვი. აგვ 1st, 2021

თავისუფალი მოჭიდავეები სოფიაში გაემგზავრნენ

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით,  საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრები ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (65 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ) სოფიაში გაემგზარვნენ.
6-9 მაისს, ბულგარეთის დედაქალაქი ოლიმპიური თამაშებისთვის მსოფლიოს ბოლო სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლებს.
საგზურებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეები 6-7 მაისს იჭიდავებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.