• სექტემბერი 19, 2021 4:29 pm

ძალიან ცუდი ამბავი – ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიადაზე ვერ იჭიდავებს

რამდენიმე წუთის წინ ძალიან ცუდი ინფორმაცია გავრცელდა. თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონ ლადო ხინჩეგაშვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა, რის გამოც ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ქართველმა მოჭიდავემ ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

,,ყველაფერი დასრულდა. ოლიმპიადაზე ვერ გამოვალ”- წერს ხინჩეგაშვილი.

ხინჩეგაშვილი 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის. ამ წონაში საქართველოს ოლიმპიური ლიცენზია მოპოვებული არ აქვს მოპოვებული.

სალიცენზიო ტურნირი 6-9 მაისს სოფიაშია დაგეგმილი.  იმ დროისთვის ხინჩეგაშვილი კორონავირუსის გამო იზოლაციაში იქნება.

ლადო ხინჩეგაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი მოჭიდავეა.
იგი 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ვიცეჩემპიონია. გორელ ფაკავანს მსოფლიოს ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. ის ასევე 3-გზის ევროპის ჩემპიონი გახლავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.