• სექტემბერი 19, 2021 5:42 pm

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 5 მედლით დაასრულეს

დღეს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ სტილით ჭიდაობაში ქართველებმა 3 მედალი მოიპოვეს.

ევრიპის ვიცეჩემპიონი სანდრო ამინაშვილი გახდა.
86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა ფინალური დაპირისპირება რუს
არტურ ნაიფონოვთან 0:8 წააგო.

61 კილოგრამში ბექა ლომთაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლომთაძემ მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ახმედნაბი გვარზატილოვი 9:7 დაამარცხა.

კიდევ ერთი მედალი ქართველებს ტიტულოვანმა ფალავანმა გენო პეტრიაშვილმა მოგვიტანა.

მძიმე წონაში მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბელარუს ძიანიდ ხრამინკოუს სძლია.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ვერცხლით და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ვერცხლი: სანდრო ამინაშვილი (86 კგ)

ბრინჯაო: ბექა ლომთაძე (61 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (+125 კგ).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.