• პარ. აგვ 6th, 2021

ნიკა კენჭაძემ და ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

დღეს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა 2 მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ყულაბაში პირველი 2 მედალი ნიკა კენჭაძისა და ელიზბარ ოდიკაძის წყალობით აღმოჩნდა.

ორივე ქართველმა მოჭიდავემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

79 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკა კენჭაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სომეხი არმან ავაგიანი დაიბრიყვა.
ქართველმა მოჭიდავემ სომეხ მოწინააღმდეგეს აშკარა უპირატესობით ვადაზე ადრე 12:0 მოუგო.

97 კილოგრამში ბრინჯაოს მედალი ელიზბარ ოდიკაძემ დაისაკუთრა.
გამოცდილმა ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელი შამილ ზუბაიროვი 5:0 დაამარცხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.