მარტი 29, 2024

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველი ფალავანი სანდრო ამინაშვილი გავიდა.

86 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამინაშვილმა 1/2 ფინალში ბელარუსი ალი შაბანაუ 3-2 დაამარცხა.

სანდრო ამინაშვილმა 1/2 ფინალამდე ორი ორთაბრძოლა მოიგო.
მან 1/8 ფინალში შინ, იტალიელი სიმონე ინატონი გაუშვა. ქართველმა აპენინელ მოჭიდავეს აშკარა უპირატესობით 11:0  სძლია.
1/4 ფინალში კი ამინაშვილმა მასპინძელ იეზიერზანსკისთან 5-1 გაიმარჯვა.

ხვალ, კონტინენტის ჩემპიონატის ფინალში სანდრო ამინაშვილი რუს არტურ ნაიფონოვს დაუპირისპირდება.

1/2 ფინალში იყო 61 კილოგრან წონით კატეგორიის მოჭიდავე
ბექა ლომთაძე. მან უკრაინელ ანდრეი ძელეპთან ვერაფერი გააწყო და ხვალ, ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.

რეპეჟაში არიან ავთანდილ კენჭაძე და გენო პეტრიაშვილი. ორივე ქართველი ფალავანი ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *