• სექტემბერი 19, 2021 5:06 pm

ნიკა კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე თავისიფალი სტილით ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა.

ორი ქართველი მოჭიდავე ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) კონტინენტის პირველობის 1/2 ფინალში გავიდნენ, თუმცა იქ შეხვედრები ვერ მოიგეს და ხვალ, ბრინჯაოს მედლისთვის მოუწევთ ბრძოლა.

კენჭაძემ 1/2 ფინალში რუს ახსარბეკ გულაევთან დაძაბულ ბრძოლაში 4:5 წააგო.

ბრინჯაოს მედლისთვის კი ჩრდილოეთ მაკედონიელ დეიან მიტროვიჩისა და სომეხ არმან ავაგიანს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ოდიკაძემ თურქ სულეიმან კარადენიზთან პირველი პერიოდი 5:0 მოიგო. მეორე პერიოდში კი უპირატესობა გაანიავაცდა ბრძოლაც 5:7 დათმო.

ხვალ, ოდიკაძე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას მოლდოველ რადუ ლეფტერისა და აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვის დუელში მოგებულთან შეეცდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.