• ოთხ. მაი 12th, 2021

6 ოქროს, 8 ვერცხლი, 3 ბრინჯაო – ჭაბუკმა მოჭიდავეებმა რუმინეთის საერთაშორისო ტურნირიდან 17 მედალი ჩამოიტანეს

საქართველოს თავისუფალი სტილით უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 6 ოქროს, 8 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონები ნიკა ბუხრაშვილი (38 კგ), რომა გოგორიანი (41 კგ), ზურაბ კეკელაშვილი (44 კგ), ზურაბ აბალაკი (48 კგ), ანრი გოგუაძე (52 კგ) და ალექსი თოდუა (85 კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედლები მათე ცინაძემ (38 კგ), გეგი ონიანმა (41 კგ), დავით ჯუნაშვილმა (52 კგ), კონსტანტინე პეტრიაშვილმა (57 კგ), იოსებ მეფარიშვილმა (62 კგ), ზურაბ მამულაძემ (68 კგ), სანდრო ყურაშვილმა (75 კგ) და დაჩი პაპინაშვილმა (85 კგ) მოიპოვეს.

ბრინჯაოს მედლები კი რომან მომცელიძემ (44 კგ), ზაზა ხურცილავამ (62 კგ) და ლუკა კვატაშიძემ (68 კგ) დაისაკუთრეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა ბულგარეთის და მოლდოვას გუნდები, შეჯიბრებაში სულ 10 ქვეყნის 300-ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.