• პარ. აგვ 6th, 2021

ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი იწყება – დღეს, ტურნირზე 5 ქართველი გამოვა

დღეს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სტარტს ევროპის ჩემპიონატი აიღებს.

პირველ დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავები გამოვლენ.

მედლები 57, 65, 70, 79 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება.

ფალავნები წინასწარი და 1/2 ფინალური ეტაპის შეხვედრებს დღეს, გამართავენ.
მედლებისთვის ბრძოლა ხვალ, შედგება.

დღეს, ხალიჩაზე საქართველოს სახელით ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), შმაგი თოდუა (65 კგ), დავით ტლაშაძე (70 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) იჭიდავებენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, 1/2 ფინალები 20:00 საათიდან არის დაგეგმილი.

ჭიდაობის ინტერნეტ ტრანსლაციის ხილვა შეგიძლიათ აქ: https://uww.org/event/european-championships-23
შეხვედრები ონლაინ განრიგი იხიკეთ აქ: https://arena.uww.org/sport-event/show/14fa49e3-a029-11eb-9d73-020f14733af0/live

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.