• სამ. მაი 11th, 2021

,,ყველა შეჯიბრზე საჩემპიონო განწყობით მივდივარ”- გიორგი ელბაქიძე, ბულგარეთში ჩატარებული ჩემპიონატის ჩემპიონი

marca.ge  დღეს დაუკავშირდა  გულგარეთში თავისუფალ ჭიდაობაში გამარჯვებულ, ჩემპიონ (70 კგ კატეგორია) გიორგი ელბაქიძეს.

ახალგაზრდა სპორტსმენი რაჭიდან გახლავთ არაერთგზის ჩემპიონი მსოფლიოს სხვადასხვა მასშტაბებით ჩატარებულ შეჯიბრებებზე, მასმოპოვებული აქვს უამრავი მედალი ტიტულების შესაბამისად.

არის ა.ა.ი.პ. საჭიდაო კლუბ ,,ფალავანის” წევრი.

 

გიორგი ელბაქიძე

 

,,რა თქმა უნდა ველოდებოდი ჩემპიონობას ბულგარეთის შეჯიბრზე.

ეს იყო ევროპისთვის მოსამზადებელი შეჯიბრი. ყველა შეჯიბრზე საჩემპიონო განწყობით მივდივარ და ამასთან ერთად კარგ ფორმაში შევხვდი ამ ასპარეზობას.

ახლა გვაქს შეკრებები, ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის რომელიც ტარდება მაკედონიაში და ყველანაირად ვეცდებით რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ და დავიკავოთ პირველი ადგილი.

ასევე ადლობას ვუხდი ჩემს მწვრთნელს თანადგომისთვის.”

marca. ge მადლობას უხდის სასახელო სპორტსმენს დაწარმატებას უსურვებს მასდასხვა წართველს სპორტსმენებს მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.