• სამ. მაი 11th, 2021

ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაირაზმნენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა.

2021 წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებას 19-25 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე სრული გუნდით – ათი სპორტსმენით წარსდგება.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას ბორჯომში, ორიოდ დღეში დაასრულებს.

ვარშავაში კი 16 აპრილს გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე ასეთია:
57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ – ბექა ლომთაძე
65 კგ – შმაგი თოდუა
70 კგ – დავით ტლაშაძე
74 კგ – ავთანდილ კენჭაძე
79 კგ – ნიკა კენჭაძე
86 კგ – სანდრო ამინაშვილი
92 კგ – ირაკლი მწითური
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ – გენო პეტრიაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.