• კვი. აპრ 11th, 2021

სპორტის ოსტატი, დამსახურებული მწვრთნელი ზაზა თურმანიძე – სსრკ და ევროპის ჩემპიონი რომელმაც არაერთხელ გვასახელა

ზაზა თურმანიძე – წარმატებული ქართველი სპორტსმენი დაიბადა 1965 წლის 1 აპრილს საჩხერის რაიონის ულამაზეს სოფელ მახათურში.

ქართველმა სპორტსმენმა არაერთხელ გვასახელა თავისუფალ ჭიდაობაში მისი მიღწევებით.

ის სსრკ  ჩემპიონი გახდა  1990 წელს, 130 კგ, წონით კატეგორიაში.

ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული – 1987 წელს, ველიკო-ტირნოვო, ბულგარეთი -130 კგ. წონითი კატეგორია.

არის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის  III ხარისხის ორდენების კავალერი.

 

ტიტულები:

ევროპის ჩემპიონი – 1987 (130კგ; ველიკო-ტირნოვო, ბულგარეთი)

კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი – 1994 (130კგ; სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი)

სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი – 1986 (130კგ; ორჯონიკიძე)

სსრკ ჩემპიონი – 1990 (130კგ; ულან-უდე)

სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1988 (130კგ; კრასნოიარსკი)

სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1989 (130კგ; მახაჩყალა)

სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

სხვა ჯილდოები:

ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენი

ღირსების ორდენი

-1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის მონაწილე (X ადგილი).

პირველი ადგილი(მძიმე წონა)

თავისუფალი ჭიდაობა – სსრკ ჩემპიონატი 1990, ულან-უდე, რუსეთი

მესამე ადგილი(მძიმე წონა)

თავისუფალი ჭიდაობა – სსრკ ჩემპიონატი 1989, მახაჩკალა, რუსეთი

მეორე ადგილი(მძიმე წონა)

თავისუფალი ჭიდაობა – სსრკ ჩემპიონატი 1988, კრსნოიარსკი, რუსეთი

მესამე ადგილი(130 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა – მსოფლიო ჩემპიონატი 1994, სტამბოლი, თურქეთი

პირველი ადგილი(-130 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა – ევროპის ჩემპიონატი 1987, ველიკო-ტირნოვო, ბულგარეთი

 

ზაზა თურმანიძე კვლავ აქტიურად განაგრძობს სპორტში მოღვაწეობას, ამჟამად მაღალი მწვრთნელის რანგში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.