• ნოემბერი 29, 2021 11:00 am

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა.

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ტურნირზე
ქართველმა ფალავნებმა 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

ვერცხლის პრიზიორები თემურ ჭკუასელიძემ (87 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) გახდნენ.

ბრინჯაოს მედალი აივენგო რიკაძემ (82 კგ) აიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.