• პარ. აგვ 6th, 2021

შმაგი ბოლქვაძე: ,,ჩემი მიზანია, რაც ევროპის ჩემპიონატზე შევძელი მსოფლიოზეც იგივე შევძლო”

 

,,ჩემი მიზანია რაც ევროპის ჩემპიონატზე შევძელი, მსოფლიოზეც იგივე შევძლო”- აცხადებს ,,marca.ge”-სთან ინტერვიუში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძე.

ბოლქვაძემ ამბობს, რომ მისთვის ძალიან საამაყოა და სასიხარულო ტურნირებზე საქართველოს ჰიმნის აჟღერება.

შმაგი ბოლქვაძე: ,,ჩემთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა, როდესაც გამარჯვების აღსანიშნავად, დარბაზში საქართველოს ჰიმნი ჟღერს.
ვარშავის ევროპის ჩემპიონატზე ბევრი რთული შეხვედრა მომიწია. განსაკუთრებით 1/2 ფინალში უნგრელ მოჭიდავესთან.
სამწუხაროა, რომ ჩემი წონა ოლიმპიური არ არის და ტოკიოს ოლიმპიურ თააშებზე ვერ გამოვალ.
ოლიმპიადის დროს მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ ვიქნები. შეკრებაც გვექნება და მსოფლიოს ჩემპიონატს მომზადებული შევხვდები.
ჩემი მიზანია, რაც ევროპის ჩემპიონატზე შევძელი, მსოფლიოზეც იგივე შევძლო”

 

მასალაზე იმუშავეს – კახა მიხანაშვილი, მანანა ლეშკაშელი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.