• პარ. აგვ 6th, 2021

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რუმინეთში 9 მედალი და გუნდური ჩემპიონობა მოიპოვეს

UWW-ს ეგიდით ბუქარესტში გამართულ ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებულებისთვის განკუთნილი ოქროს მედლები ანრი ხოზრევანიძე (45 კგ), თამაზ ღლონტი (55 კგ), ანრი ფუტკარაძე (65 კგ), აჩიკო ბოლქვაძე (80 კგ) და გორ აივაზიანი (92 კგ) მოიპოვეს.

ვიცეჩემპიონის ვერცხლის მედლები თორნიკე ვაშაყმაძეს (48 კგ), თორნიკე შაინიძეს (55 კგ), თორნიკე მიქელაძე (71 კგ) დაისაკუთრეს.

მესამე საპრიზო ადგილი დათო მგელაძემ (110 კგ) დაიკავა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ხვიჩა ქორიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა მასპინძელ რუმინეთისა,  ასევე  მოლდოვას გუნდებს დიდი უპირატესობით აჯობა და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.