• პარ. აგვ 6th, 2021

4 მედალი და გუნდური მე-3 ადგილი – საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა.

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ევროპირველობაზე ქართველმა ბერძენ-რომაელებმა 4 მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავეს.
შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა.

იაკობ ქაჯაია (130 კგ) ვერცხლს დაეუფლა, ხოლო  ლერი აბულაძემ (63 კგ) და აივენგო რიკაძემ (82 კგ) – ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

თბილისის აეროპორტში ქართულ დელეგაციას ოჯახის წევრები და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები დახვდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.