• პარ. აგვ 6th, 2021

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა

წარმოშობით ქართველი მოჭიდავე, ამჟამად სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი ვარშავაში მიმდინარე ბერძნულ-რომაულის სტილით ჭიდაობის ტურნირზე ევროპის  ჩემპიონი გახდა.

ზურაბ დათუნაშვილმა კონტინენტის პირველობის 87 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ბელორუსი კირილ მასკევიჩი 5:1 დაამარცხა

დათუნაშვილისთვის ეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული  მესამე ოქროს მედალია.
იგი ევროპის ჩემპიონი 2-ჯერ  საქართველოს სახელით გახდა.

დათუნაშვილს საქართველოს დატოვება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ გეგეშიძესთან კონფლიქტის გამო მოუწია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.