• პარ. აგვ 6th, 2021

იაკობ ქაჯაია ევროპის ვიცეჩემპიონია – ლერი აბულაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე დღეს ქართველებმა 2 მედალი მოიპოვეს.

კონტინენტის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მძიმე წონის მოჭიდავემ იაკობ ქაჯაიამ აიღო
ბრინჯაოს მედალი კი 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძემ დაისაკუთრა.

ქაჯაიამ ევროპირველობაზე გადამწყვეტი დაპირისპირება თურქ რიზა კაიასთან 1:3 წააგო.

აბულაძემ კი ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლაში აშკარა უპირატესობით
რუმინელი მიჰუტი 9-1 დაამარცხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.