• პარ. აგვ 6th, 2021

შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია – აივენგო რიკაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის ფინალში 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი შმაგი ბოლქვაძე გავიდა.

ბოლქვაძემ ფინალამდე 3 შეხვედრა მოიგო.

ქართველმა 1/8 ფინალში შვედი დანიელ მატია სოინი 4-0 დაამარცხა.
1/4 ფინალში რუს ჩირგიზ ლაბაზანოვს 2:0 სძლია.

1/2 ფინალში კი უნგრელ ატილა ფრიტჩს 3-1 მოუგო და კონტინენტის პირველობის გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ხვალ, შმაგი ბოლქვაძე ფინალურ ბრძოლას სომეხ მალხას ავოიანთან ჩაატარეს.

1/2 ფინალში რუს ადიან აკიევთან 1:6 დამარცხდა 82 კილოგრამში მოასპარეზე აივენგო რიკაძე და ხვალ, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.