24 მაისს დაგეგმილი ბაშო იაპონიის მთავრობამ პანდემიის გამო ორი კვირით გადადო, თუმცა მისი გამართვა მაინც ვერ მოხერხდა და იძულებით კვლავ გადაავადა.

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ სუმოს მოყვარულები 19 ივლისს უნდა დაელოდნონ, რადგან თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბაშო სწორედ ამ თარიღში დაბრუნდება.

ამასობაში, 27 აპრილს შემდგარმა ბანძუკემ გამოავლინა, რომ ლევან გორგაძე ტურნირზე დასავლეთის მეთერთმეტე მაეგაშირას რანგში იასპარეზებს. ის, რომ ჩვენებური სუმოისტი დაქვეითდებოდა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ბოლო პერიოდში ტოჩინოშინი ტრავმებმა გააწამა და სათანადოდ ვეღარ გამოიყურებოდა.

ზოგი ჭირი მარგებელიაო. გადადებული ბაშოების ფონზე, ტოჩინოშინს ტრავმის საბოლოოდ მოსაშუშებლად და ფორმის აღსადგენად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა. ტოჩინოშინმა, რომელიც ყოფილი ოძეკია, ივლისის ბაშოზე ძველი დიდების დასაბრუნებლად მაქსიმუმი უნდა გაიღოს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ