la-croix.com-ი ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის შესახებ სტატია გამოაქვეყნა სადაც მისი განვლილი კარიერა აღწერა.
სუმოს ჩემპიონი ფეხზე დგება, ქვიშა და თიხა მის ზურგზე გამოსახულებებს ქმნიან. ის დამარცხდა. ბერძნული სტილის სახეზე გამოხატული ლურჯი თვალები მხოლოდ ერთ რამეს ამბობენ: ის საკუთარ თავზეა გაბრაზებული.

ლევან გორგაძე, რომელიც იაპონიაში ტოჩინოშინ ცუიოში გახდა, კავკასიის მთებში მდებარე უძველესი ქალაქი მცხეთის სოფელში გაიზარდა.

დიდხნიანი ტრავმის შემდეგ ტოჩინოშინი მაქსიმალურად ბევრს ვარჯიშობს თავის თანაგუნდელებთან ერთად რიოგოკუს სკოლიდან, რომელიც ტოკიოს ერთ-ერთი უბანში მდებარეობს.

ლევან გორგაძე იმ იშვიათ უცხოელებს შორისაა, რომლებმაც რამდენიმე 10-წლეულის განმავლობაში იაპონურ სპორტში გამოიჩინეს თავი.

2005 წლის ზაფხულში, როცა ლევანი 17 წლის გახლდათ, მისმა თანამემამულე კოკაიმ პირველად დაამარცხა იოკოძუნა ასაშორიუ. ძიუდოს სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობის შემდეგ გორგაძემ 3 თვე იაპონიაში გაატარა და 2005 წელს ნიჰონის უნივერსიტეტში ჩააბარა და სუმოს რთულ გზაზე სვლა გადაწყვიტა.

178 კგ წონისა და 191 სმ სიმაღლის ტოჩინოშინმა ოძეკის წოდებას მიაღწია, რომელიც სუმოს სამყაროში უმაღლესი იყო მე-19 საუკუნემდე, სანამ იოკოძუნას ტიტულს შემოიღებდნენ. თუმცა ტრავმების გამო ქართველმა სუმოისტმა ოძეკობა დაკარგა.

სტატია მომზადებულია sportall.ge მიხედვით.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ