• სამ. მაი 11th, 2021

საიმანოვი: “ცოდოა ხვიჩა, ამდენი ჭორით თავბრუს ახვევენ”

 

საიმანოვი: “ცოდოა ხვიჩა, ამდენი ჭორით თავბრუს ახვევენ”
დღეს სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ტალანტით ხვიჩა კვარაცხელიათი „ატალანტა“ დაინტერესდა. ამასთან დაკავშირებით ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კომენტარი გააკეთა.
„კლუბს ხვიჩას თაობაზე არანაირი წინადადება არ მიუღია. ეს ყველაფერი არის ჭორები. რას ნიშნავს „რუბინმა“ კვარაცხელია 15-20 მილიონად შეაფასა? როგორ შევაფასებდით, თუ შემოთავაზება არ მიგვიღია? როდესაც რამე სიახლე იქნება აუცილებლად ვიტყვით, მაგრამ ჯერჯერობით ხვიჩას თაობაზე არანაირი წინადადება არ მიგვიღია.
ცოდოა კვარაცხელია. მას ამდენი მითქმა-მოთქმით თავბრუს ახვევენ. აჟიოტაჟი შექმნეს. ხვიჩას მშვიდად თამაში სჭირდება. ასეთი ხმაური მასზე კარგად არ იმოქმედებს. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა, ქართველ ფეხბურთელზე ვფიქრობთ.“ – განაცხადა საიმანოვმა
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში „ჯვაროსნების“ შემტევს უამრავ ევროპულ გუნდს უკავშირებენ. მათ შორის „მილანს“, „ინტერს“, „იუვენტუსს“ და „დორტმუნდს.“
იმასაც გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „რუბინის“ მაისური 21-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.