• ოთხ. აპრ 14th, 2021

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დავით ხოჭოლავა გამოაკლდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყისი მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გუნდმა საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ბაზაზე მეორე ვარჯიში გამართა.

გუნდს დავით ხოჭოლავა გამოაკლდა, რომელსაც სავალდებულო კოვიდ-ტესტირებამ დადებითი პასუხი უჩვენა და ქართველი მცველი უახლოეს სამ შეხვედრას გამოტოვებს. სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში ყველაფერი კარგადაა.

პირველი ვარჯიშისგან განსხვავებით, რომელშიც 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ამჯერად გუნდმა 24 ფეხბურთელით ივარჯიშა. მათ შორის, გიორგი მიქაუტაძეც იყო, რომელიც დებიუტანტია. ბელგიური სერენის 20 წლის ფორვარდი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. ვილი სანიოლის გუნდი სტოკჰოლმში უკვე გაემგზავრა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.