6 ერის გამოტოვებულ შეხვედრაში პარიზის, ,,სენ დენის” სტადიონზე საფრანგეთმა შოტლანდიასთან ვერაფერი გააწყო და 23:27 დამარცხდა.
ამ შედეგის გათვალისწინებით 6 ერის პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონი უელსის ნაკრები გახდა.
,,დრაკონებმა” 20 ქულა დააგროვეს და 6 ერის ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა.
საფრანგეთი 23:27 შოტლანდია
საფრანგეთი: 3 ლელო: დულინი, პენა, რებადი
გარდასახვა: ნტამაკი
2 ჯარიმა: ნტამაკი
შოტლანდია: ვან დერ მერვე (2), ჩერი
3 გარდასახვა: რასელი (2), ჰასტინგსი
2 ჯარიმა: რასელი
წითელი ბარათი: 70′ რასელი (შოტლანდია)