• სექტემბერი 16, 2021 6:59 pm

საქართველოს ნაკრების წევრმა ქართველ ჟურნალისტებს აგინა

უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა სოციალურ სივრცეში. გვერდი “რაგბი XVI”-ის გადაცემის ْმიმდინარეობის დროს, როდესაც ქართველი ჟურნალისტები საქართველოს ეროვნული ნაკრების შოტლანდიასთან თამაშს განიხილავდნენ, კომენტარებში ნაკრების მორაგბემ, გიორგი აფციაურმა უცენზურო სიტყვებით მიმართა მათ.

აღნიშნულ ქმედებას სოციალურ ქსელში ქართული რაგბი-ს გვერდი პოსტის სახით გამოეხმაურა.

“გიორგი აფციაურის სამარცხვინო საქციელი!

როცა პროფესიონალი მორაგბე გქვია და ელემენტარულ კრიტიკას ნორმალურად ვერ იღებ, საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ?

ეს ბიჭები (რაგბი 15-ის ჟურნალისტები) შოტლანდიასთან მატჩს განიხილავდნენ. საუბრობდნენ ჩვენი ნაკრების პრობლემებზე, საქართველოს ნაკრების მოქმედი წევრი კი ასე იქცევა, რაც ნამდვილად სამარცხვინოა.

სწორედ ასეთი საქციელით არცხვენენ ქართულ რაგბისაც და მთლიანად ქართულ სპორტსაც.” – წერია განცხადებაში.

მოგვიანებით განცხადება თავად რაბი 15 ის გვერდმაც გააკეთა:

რაგბი XV-ის გუნდის განცხადება

რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს ფეისბუკგვერდზე, საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით.

სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას (ფეისბუკლაივის კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს.

დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს.

იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება.

აქვე გთავაზობთ ფოტოებს, სადაც ასახულია აფციაურის ქმედება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.