იაპონიის ნაკრების ყოფილი მორაგბე, ჰიროკი იუჰარა 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იუჰარა კარიერის დასრულების შემდეგ სამშობლოში ტოშიბა ბრეივ ლუპუსის ფორვარდების მწვრთნელად მუშაობდა და სწორედ კლუბის ბაზაზე ყოფნისას გახდა შეუძლოდ, რის გამოც სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
იუჰარას 2011 და 2015 წლის მსოფლიოს თასზე ასპარეზობდა, საერთო ჯამში კი იაპონიის ეროვნული გუნდის ღირსება 22-ჯერ დაიცვა.