ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რვა ერის ტურნირში იაპონიის ნაკრების ნაცვლად საქართველო ითამაშებს.

“ბიბისის” შოტლანდიური გამოცემის ჟურნალისტი წერს, რომ იაპონიის ნაკრებს Covid-19-ის რეგულაციების გამო, ტურნირში მონაწილეობის მიღება გაუჭირდება, იაპონელების შემცვლელად კი საქართველო სახელდება.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები რვა ერის ტურნირში ჩაერთვება, “ბორჯღალოსნები” ჯგუფში იტალიასთან, საფრანგეთთან და შოტლანდიასთან ითამაშებენ. მეორე ჯგუფში ინგლისი, უელსი, ირლანდია და ფიჯი არიან. ტურნირი 15 ნოემრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ