tass.ru რაგბი ევროპის ჩემპიონატის შესახებ წერს, სადაც რუსეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს ეხმაურება.

წყარო იუწყება, რომ ორ საშინაო მატჩზე, რომელსაც რუსები შინ გამართავენ, დასწრება თავისუფალი იქნება.

“ბორჯღალოსნები” კრასნოდარს 17 მარტს ესტუმრებიან და რუსებს 35 200-იან ტევადობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

როგორც tass.ru წერს, აღნიშნულ მატჩზე დასწრება თავისუფალი იქნება და რუსები ქართველებს აუცილებლად დაამარცხებენ.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატს საქართველოს ნაკრები ხვალ რუმინეთთან საგარეო მატჩით დაიწყებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ