13 დეკემბერს გორში გაიმართა დიდი 10 -ის  IX ტურის შეხვედრა.
ერთმანეთს გორის ჯიქი და მარნეულის არმაზი დაუპირისპირდა.
საწყისი წუთები მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა შეხვედრის მე-5 წუთზე გიორგი კვესელაძემ ლელო გაიტანა გარდასახვა კი რეზი ჯინჭელაშვილმა ზუსტად შეასრულა ანგარიში კი (7:0) გახდა.
შეხვედრის მე-17 წუთზე დიტო კალანდაძემ ლელო გაიტან გარდასახვა ზუსტად რეზი ჯინჭელაშვილმა შეასრულა ანგარიში (14:0) გახდა გორის ჯიქის სასარგებლოდ.

შეხვედრის 29-ე წუთზე არმაზის რიგებიდან ლელო ნიკა გიგაურმა გაიტანა გარდასახვა ლუკა მატკავამ ზუსტად შეასრულა და ანგარიში (14:7) გახდა.

32-ე წუთზე დიტო კალანდაძემ კიდევ ერთი ლელო გაიტანა და პირველი ნახევრის საბოლოო ანგარიში (19:7) დააპიქსირა გორის ჯიქის სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის 46-ე წუთზე ნიკა გიგაურმა მეორე ლელო გაიტანა და ანგარიში 7 ქულამდე შეამცირა (19:12)
შეხვედრის 65-ე წუთზე კოტე მარჯანიშვილმა ლელო გაიტანა ანგარიში კი (24:12) გახდა მატჩი საბოლოოდ ამავე ანგარიშით დასრულდა.გორის ჯიქის მარტივი გამარჯვებით მარნეულის არმაზთან.

სატურნირო ცხრილში ამ მომენტისთვის გორის ჯიქს 29 ქულა აქვს და მე-5 პოხიციაზე იმყოფება რაც შეეხება მარნეულის არმაზს 15 ქულა ქვს და მე-7 პოზიციძე იმყოფება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ