საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” რაგბის ევროპის ჩემპიონატის ეგიდით რუსეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ განცხადება გავრცელდა.

 

Marca.ge აღნიშნულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

“ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, შექმნილი ვითარების გათალისწინებით, ღია სივრცეზე (ღია სტადიონი) რაიმე სახის შეზღუდვის რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან არ არის.

ვინც უკვე შეიძინეთ ბილეთები და აპირებთ სტადიონზე მოსვლას, გთხოვთ, ყველამ ერთად გავითვალისწინოთ და დავიცვათ სახელმწიფოში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული ჰიგიენური და პრევენციული რეკომენდაციები.”

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ